„სალომე ზურაბიშვილს ვერ გაუგია, პოლიტიკაში დარჩეს თუ რა გააკეთოს. კარგად ხედავს, რომ არც ოპოზიციაში იღებენ და არც პრეზიდენტობის სხვა შანსი აქვს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან „პირველ არხს“ უთხრა, მაჭარაშვილის თქმით, სჯობს, „სალომე ზურაბიშვილმა არაჯანსაღი ამბიციები შეამციროს“:
სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რას ითვალისწინებს მისი ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ
„კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ არაჯანსაღ ამბიციებს ავლენს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამ ადამიანმა ჯერ რაიონისა და რომელიმე სოფლის გამგებლის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და შემდეგ ჰქონდეს პრეტენზია პრეზიდენტობაზე. მან ხომ კარგად იცის, პრეზიდენტის თანამდებობაზე რომელი ხალხის მიერ არის დასმული.
„როცა პრემიერი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს ქართული ჯარის არნახული შეურაცხყოფაა.. პრემიერის მაგივრად მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი“ – სალომე ზურაბიშვილი
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად“ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდა.
სამწუხაროდ, ამ არაჯანსაღ ამბიციას ქვეყნისთვის არაჯანსაღი ამბიცია მოსდევს. საბედნიეროდ, მას მართვა არ აქვს ჩაბარებული. სჯობს, არაჯანსაღი ამბიციები შეამციროს. ვერ გაუგია, პოლიტიკაში დარჩეს თუ რა გააკეთოს.
კარგად ხედავს, რომ არც ოპოზიციაში იღებენ და არც სხვა შანსი აქვს პრეზიდენტობაზე. მისი განცხადება ასეთია – სადმე მაინც დამტოვეთ, უმუშევარს ნუ დამტოვებთო. მას საქართველო არ უყვარს, სჯობს, სულელურ განცხადებებს თავი დაანებოს და ვადის ამოწურვას დაელოდოს“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ ახალგაზრდებს შეხვდა. მან შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიმართა და თქვა: „თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი თუ ვიქნები, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“.