LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადამ ტიუსოს მუზეუმმა ტეილორ სვიფტის 13 ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა, რომლებიც ოთხი კონტინენტის ქალაქებში გამოიფინება

113
photo-collage.png (59)

მადამ ტიუსოს მუზეუმმა ტეილორ სვიფტის 13 ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა. ექსპონატები არტისტის The Eras Tour-ის სხვადასხვა ვიზუალის მიხედვით შეიქმნა.

მუსიკოსის დუბლიკატები ოთხი კონტინენტის – ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის 13 ქალაქში გამოიფინება, რაც ხაზს სვიფტის გლობალურ გავლენას უსვამს.⁠

აღსანიშნავია, რომ მუზეუმის არსებობის 250 წლიან ისტორიაში, ეს ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექტია, რომლის განხორციელებას 40 მხატვარი და 14 თვე დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტი 3 ოქტომბერს მეთორმეტე სტუდიურ ალბომს – The Life of a Showgirl გამოუშვებს, რომელიც 12 სიმღერას აერთიანებს. დისკში მხოლოდ ერთი, საბრინა კარპენტერთან დუეტი შედის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები