მსახიობი ცისია მეტრეველი ჟურნალ „თბილისელებთან“ (15 დეკემბრის ნომერი) ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტს იხსენებს, როდესაც მის შვილს ავტომობილი შეეჯახა:
„ბევრი წლის წინანდელ ამბავს გავიხსენებ: თითქოს ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. საშინლად ვფორიაქობდი, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ეს ენით აღუწერელი განცდა იყო. ცოტა ხანში გავიგე, რომ ჩემს შვილს ავტომობილმა დაარტყა. მეუღლის მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს… მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე, ასეთ მომენტში ვმუნჯდები. სიტყვის თქმაც ვერ შევძელი… მადლობა ღმერთს, შვილი გადამირჩინა. პირველ დღეს რომ ვნახე, მძიმედ იყო, ლაპარაკობდა, მაგრამ გაურკვევლად. იმ ღამეს თავზე ვედექი და ღმერთს მის კარგად ყოფნას ვთხოვდი. მეორე დღეს უკეთ გახდა, მაშინ ამოვისუნთქე და გონს მოვედი. ამაზე ლაპარაკი ახლაც ძალიან მიჭირს… რამდენიმე წლის წინანდელი ამბავია და ახლა ამის მოგონებით ის სიმძიმე გამახსენდა… ნამდვილად ეს იყო ყველაზე დიდი შიში რომელიც ცხოვრებაში განვიცადე…“
