მაია ბარათაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ (8 სექტემბრის ნომერი) ამბობს, რომ თავის არჩევანს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ნანობს:
„ყველაფერი ამიხდა, რაც ჩავიფიქრე. ღმერთმა საჩუქრად მომართვა ბევრი რამე. ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის, რომ არ გავხდი ოპერის მომღერალი. ის, რომ ოჯახი არ შევქმენი და შვილები არ მყავს, ამაზე არც ვფიქრობ და არც ვნანობ. მიუხედავად იმ ტკივილებისა და განცდებისა, რაც გამოვიარე, ამ ჩემს განმარტოებაში და თავისუფლებაში უბედნიერესი ვარ. გადასარევად ვგრძნობ თავს, ყოველგვარი დანამატის გარეშე. სიმარტოვის განცდა არასდროს მქონია, მარტოობასაც თავისი პლუსები აქვს… შენ თუ გინდა, ბედნიერი იყო, მოძებნე შენი ბედნიერების გზა. მე ჩემი ბედნიერების გზა მოძებნილი მაქვს და ეს გზა ერთადერთია, გზა -, რომელიც ქრისტემდე მიდის. ბედნიერების სხვა გზა არ არსებობს…“
