LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ნადირაძემ ემოციები ვერ შეიკავა: “არა იმიტომ, რომ ჩემთვის ახლობელი ადამიანია… მასთან ერთად კლავენ ყველაზე მთავარ სიმბოლოს, ეს ისეთი დამთრგუნველია…”

13948
BeFunky-collage (18)

პარლამენტის ყოფილი წევრი, მაია ნადირაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციებსა და ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებს.

როგორც ნადირაძე აცხადებს, ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელსაც მისივე სიტყვებით, სურს თავი გადაირჩინოს.

ნადირაძის სიტყვებით, „მას შემდეგ რაც ივანიშვილი საქართველოს გაანადგურებს, პუტინი გაანადგურებს ივანიშვილს“.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასებისას ნადირაძემ ემოციები ვერ შეიკავა.

“ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ვიდეგით 9 აპრილს, 23 ნოემბერს, 31 დეკემბერს, ძალიან ემოციურია, ჩვენ ვქენით ეს ყველაფერი, ამ 30 წლის მანძილზე სულ ცოტა სამჯერ ამოვატრიალეთ ეს ქვეყანა. როგორც ჩანს, ჩვენი ერის ნაკლი იმაშია, როგორც იმპერიის პროვინციის ხალხებს ახასიათებს და საბჭოთა ბეჭედჩარტყმულებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ნაწილი ერის საღია, ყოველთვის დგას იქ სადაც ქარცეცხლია, რატომღაც რომ მოვდუნდებით, ყველაზე ცუდებს, უკანასკნელებს ჩვენს შორის ვაძლევთ რაღაცის სადავებს.

დღეს ჩვენ შეგვიძლია ნიჰილისტურ და სტაგნაციურ მდგომარეობიდან შეგვიძლია ამოვატრიალოთ ყველაფერი.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ არ მიყვებოდე შენი მტრის დღის წესრიგს, ირონიული ამ ყველაფერში ის არის, რომ ახლა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, ჰგონია, რომ თავს გადაირჩენს და პუტინთან იქნება პირნათელი და საქართველოს გაანულებს, გააუბრალოებს, სააკაშვილსაც მოიშორებს და მერე ყველაფერი იქნება კარგად.

პუტინი ასეთ რამეებს არავის პატიობს. მას შემდეგ რაც, ის საქართველოს გაანადგურებს, პუტინი გაანადგურებს ივანიშვილს. ეს არის ოქროს კანონი რუსეთის იმპერიის ყველა მმართველისთვის.

რაც შეეხება მიშას მდგომარეობას, ეს ისეთი დამთრგუნველია, არა მარტო იმიტომ, რომ ჩემთვის ახლობელი ადამიანია, არა იმიტომ, რომ ამდენი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის, არამედ მასთან ერთად კლავენ ყველაზე მთავარ სიმბოლოს, ჩვენი ქვეყნის წარმატებულობას, აი იმ ნიშნულს, რომ ეს ქვეყანა ათი წლის წინ იყო ევროპის ათეულში, ხოლო ხუთეულში, როგორც ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და უსაფრთხო ქვეყანა და დღეს ვართ 185-ე. მე მგონია, რომ მიშა ძალიან განსხვავებულია და ამ ყველაფრისგანაც გამოძვრება”,- განაცხადა მაია ნადირაძემ “ფორმულას” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g