LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკ ტაისონის ყოფილი Ferrari F50 აუქციონზე გამოჩნდა

69

როგორც ჩანს, ლეგენადრული მოკრივე და რვა შვილის მამა ოდესღაც ფორმულა ერთის სულით გაჟღენთილი ავტომობილებით გადაადგილდებოდა. ცნობილი გახდა, რომ რკინის მაიკის ყოფილი ავტომობილი RM Sotheby’s-ზე იყიდება.

საუბარია 349 ავტომობილიდან რიგით 73-ზე. Ferrari F50-ის გარბენი 9000 კილომეტრია, ის 11 მარტს გაიყიდება.

კაპოტ ქვეშ სუპერქარს 12 ცილინდრიანი 4,7 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული ძრავი აქვს, რომელიც 520 ცხენის ძალას ავითრებს.

თავად მაიკ ტაისონმა ამ ავტომობილით 7885 კილომეტრი გაიარა, ამის შემდეგ კი სიეტლში მცხოვრებ ბროკერს მიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები