LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ ქვრივიშვილი: „საყვარელ ქალს ღალატს არ ვაკადრებ, თუ ვუღალატე, სახლში არ მივალ…“

157
2025-09-26_17-36-04_105028

მალხაზ ქვრივიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, რომ საკუთარი შვილების დედებს დიდ პატივს სცემს:

„პირველად 27 წლის ვიყავი, როდესაც დავოჯახდი. რაღაც ვერ აეწყო. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, 24 საათი გარეთ ვიყავი, ვმუშაობდი, სახლში გვიან მივდიოდი. ქალისთვის ეს რეჟიმი რთულია. კონფლიქტური ადამიანი არ ვარ არც ოჯახში და არც გარეთ. ხდებოდა ისე, რომ რაღაცა მთავრდებოდა. ყოველთვის მინდოდა, ოჯახი მქონოდა და არასდროს დამენგრია, მაგრამ მაინც ასე ხდებოდა.

შეიძლება, თავიდანვე შემეშალა არჩევანი ან მეტი ყურადღება ვერ მივაქციე მათ, ან მეტი შემოსავალი არ მქონდა, ოჯახი რომ მემართა. ცოტა რთულია ახლა ამაზე საუბარი.

ამ ურთიერთობებში ღალატიც იყო?

არასდროს! თუ ქალთან ვარ, ბოლომდე მასთან ვარ, ღალატი არ შემიძლია. საყვარელ ქალს არ ვაკადრებ, ვიღაცასთან ვუღალატო. თუ ვუღალატებ, სახლში აღარ მივალ…

პირველი თქვენ მიდიოდით ოჯახიდან თუ თქვენი მეუღლე?

არავინ მივდიოდით. დავსხდებოდით, ვისაუბრებდით და ისე ვიღებდით გადაწყვეტილებას. ძალიან ცივილიზებულად და ადამიანურად ვშორდებოდით. ამის გადმოცემა ცოტა რთულია… ამ ყველაფერს დიდი ტკივილი ახლდა. ეს ორი ადამიანის ურთიერთობაა და არ მინდა ამაზე ღრმად საუბარი. აქ იმდენი დეტალი და ნიუანსია, რომ ახლა ვერ ვისაუბრებ. ერთს ვიტყვი – ჩემი შვილების დედებს უდიდეს პატივს ვცემ და ვაფასებ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g