LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი სახლში თავისი დაკრძალვიდან 2 კვირის შემდეგ დაბრუნდა

110
thai-family-bury-wrong-person

ტაილანდის მკვიდრი ოჯახში ცოცხალი დაბრუნდა, საკუთარი დაკრძალვიდან ორი კვირის შემდეგ.

ტაილანდში, ჩიანგრაის პროვინციაში მცხოვრები მამაკაცი სახლში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ ოჯახმა ის ორი კვირის წინ დაკრძალა. ამის შესახებ გამოცემა Mothership წერს.

იანვრის დასაწყისში 48 წლის მამაკაცის ოჯახმა ხელისუფლებისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღო, რომ ის გარდაიცვალა. 9 იანვარს სახლში მიიტანეს ცხედარი, რის შემდეგაც ახლობლებმა ყველა აუცილებელი რელიგიური რიტუალი ჩაატარეს და მიცვალებული დაკრძალეს.

თუმცა 24 იანვარს მამაკაცი საკუთარ სოფელში ცოცხალი და სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა.

ამ ეტაპზე უცნობია, რატომ ჩათვალა ოჯახმა, რომ მათ ნამდვილად საკუთარი ნათესავის ცხედარი გადაეცათ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკრძალული ადამიანი სხვა პირი იყო. მისი ნეშტი რეალურ ოჯახს გადაეცა.

ხელისუფლება ინციდენტის დეტალურ გამოძიებას აგრძელებს, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები თავიდან აიცილონ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები