LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა მთელს ქალაქს ინტერნეტი გაუთიშა, რათა შვილები სოც-ქსელებისგან დაეცვა

45
internet outage france

მზრუნველმა მამამ მთელს ქალაქში ინტერნეტი გათიშა, რათა მისი შვილები გვიანობამდე სოციალურ ქსელებში არ ყოფილიყვნენ. გამოცემა Yahoo.com-ის ინფორმაციით, შემთხვევა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მოხდა.

მამაკაცმა მიზნის მისაღწევად ზედმეტად მძლავრი სიგნალის ჩამხშობი გამოიყენა, რამაც ინტერნეტის გარეშე არამხოლოდ მისი სახლი, არამედ მთელი ქალაქი დატოვა.

შედეგად კომუნის მაცხოვრებლები ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს კავშირის გარეშე რჩებოდნენ.
ინტერნეტის ხარვეზის მიზეზის დადგენა მხოლოდ სპეციალურმა ორგანომ, ადგილობრივთა მრავალრიცხოვანი საჩივრების შემდეგ შეძლო.

ოჯახის უფროსი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი „ციფრული დეტოქსის“ მეთოდი არამხოლოდ შვილებს, არამედ სხვა ადამიანებსაც ეხებოდა.

გაჯეტის ყიდვის დროს, სიმძლავრის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარულს საკმაოდ დიდი ჯარიმა და შესაძლოა პატიმრობაც კი დაემუქროს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები