ბენ აფლეკის ყოფილმა მეუღლემ, ჯენიფერ გარნერმა, ლოს-ანჯელესში გამანადგურებელი ხანძრის შედეგად მეგობარი დაკარგა. მსახიობის თქმით, ის წყნარი ოკეანის პალიზადის რაიონში ცხოვრობდა, რომელიც ტყის ხანძარმა ყველაზე მეტად დააზარალა.
როგორც ირკვევა, ჯენიფერის მეგობარს გაქცევის დრო აღარ დარჩა და საკუთარი სახლიდან გაღწევა ვეღარ შეძლო.
„მე მეგობარი დავკარგე, მან სახლიდან გაღწევა ვერ მოასწრო“, – განაცხადა მსახიობმა Page Six-თან საუბრისას.
ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემებით, ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, სახლები ისეთ ვარსკვლავებს დაეწვათ, როგორებიც არიან: პერის ჰილტონი, ბილი კრისტალი, ლეიტონ მისტერი, ენტონი ჰოპკინსი ჯეიმს ვუდსი, ჯენიფერ გრანერი, მენდი მური, ბელა ჰადიდი და ა.შ…