მანანა თოდაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, რა რთული იყო მისთვის წლების განმავლობაში სამშობლოსგან შორს ყოფნა და რა გაკვეთილი მიიღო უცხო ქვეყანაში წლების ცხოვრების შემდეგ:
„მთელი ცხოვრება გაკვეთილებს ვაბარებთ უფალს. შორიდან კარგად ჩანს ყველაფერი. სწორედ მაშინ მივხვდი ბევრ რამეს. ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს საკუთარ მიწა-წყალზე, სადაც დაიბადა, გაიზარდა, სადაც ისწავლა თავისი ქვეყნის ტრადიციები. ჩემმა ბევრმა მოგზაურობამ მრავალ ქვეყანაში მაგრძნობინა ის ბედნიერება, თუ რა საოცარ ქვეყანაში ინება უფალმა ჩემი დაბადება. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა-წყალია. ჩემი გადმოსახედიდან სათანადოდ არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს, რაც გაგვაჩნია, სიცოცხლე მიყვარს და ვაფასებ ყოველ დღეს, ყოველ წამს… საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ცხოვრება მშვენიერია…“