მომღერალი მანუ მურღულია ჟურნალ „თბილისელებთან“ იმის შესახებ საუბრობს, როგორ ინარჩუნებს ფორმას:
„გერმანიიდან რომ ჩამოვედი, საკმაოდ მომატებული ვიყავი და მქონდა ჭარბი წონის პრობლემა. კვებით ხელი შევუწყვე, ვივარჯიშე და ისევ ჩავდექი ფორმაში. ბევრი სიარულით, წყლის გარკვეული რაოდენობის მიღებითა და სწორი კვებით ვცდილობ, არ მოვიმატო ზედმეტი კილოგრამები. ადრე ძალიან განვიცდიდი მომატებულ კილოგრამებს, ახლა ასე აღარ ვარ. ხან მოიმატებს ადამიანი და ხან დაიკლებს, ამისგან ტრაგედიის შექმნა და ჰაერისა და წყლის დიეტის გაკეთება, ჩემი აზრით, არ არის სწორი. არ დაგიმალავთ, ისეთი დიეტაც დამიცავს, შიმშილით გული რომ წამივიდა. წლების წინ მე და ჩემმა მეგობარმა ვიპოვეთ ინტერნეტში საშინელი დიეტა და მესამე დღეს ისე ცუდად გავხდი, გული წამივიდა…“