LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Marvel-ის უიშვიათესი კომიქსი აუქციონზე 2,4 მილიონ დოლარად გაყიდეს

68
share-image

Marvel-ის კომიქსების პირველი, უიშვიათესი გამოცემა აუქციონზე 2,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.

აუქციონზე, რომელიც კომპანია ComicConnect-მა ჩაატარა, მართლაც უნიკალური 1939 წლის გამოცემა იყო გამოტანილი. კომიქსი ჩვეულებრივი ხელნაწერისგან ავტორისეული შენიშვნებით გამოირჩევა. მაგალითად, ერთ-ერთ შენიშვნაში წერია, რომ გარეკანის მხატვარმა ანაზღაურების სახით 25 დოლარი მიიღო.

სპეციალისტთა შეფასებით, წარმოდგენილი ლოტი აქამდე გაყიდულ ყველაზე ღირებულ ეგზემპლართა სამეულშია და ყველა კოლექციონერის ოცნებას წარმოადგენს. მყიდველის ვინაობა არ ზუსტდება და როგორც აუქციონის ორგანიზატორება დააზუსტეს, ის შეიძინა ადამიანმა რომელსაც კომიქსები და ძველი წიგნები ყველაზე მეტად უყვარს და ამაში საკმაოდ დიდ ფულსაც აბანდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები