LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშინ მოხდა ისეთი რამ, რაც არ ხდება ჩვეულებრივ ცხოვრებაში…“ – იმერი კავსაძემ „იმედის“ ეთერში, ძმის, კახი კავსაძის სასწაულებრივად გამოჯანმრთელების ამბავი გაიხსენა

321
კახი კავსაძის ძმა პატრიარქზე

ოპერის მომღერალი იმერი კავსაძე „იმედის დილის“ ეთერში ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის ცხოვრებიდან უცნობ დეტალს იხსენებს.

მისი თქმით, წლების წინ, მძიმე დიაგნოზის მქონე მსახიობი გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრებამდე პატრიარქმა დალოცა, რის შემდეგაც გერმანელი პროფესორები მომხდარი სასწაულის წინაშე აღმოჩნდნენ.

„როდესაც კახის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გერმანიაში დადიოდა სამკურნალოდ. წასვლის წინ გასტროსკოპიას იკეთებდა ხოლმე… იმავე ღამეს უნდა გაფრინდეს გერმანიაში და ამოვიდა რაღაც საშინელი სურათი. კახიმ გადაწყვიტა, უწმინდესთან მისულიყო. ეს იყო ძველით ახალი წლის ღამე. უწმინდესმა მიიღო, შეიყვანა სატრაპეზოში და მოახსენა დამსწრეთ: „ბატონი კახი მიბრძანდება დღეს და ჩვენ უნდა დავლოცოთ“. დალოცა კახი: „ყველაფერი იქნება კარგად“ – აი, ეს ფრაზა უთხრა და წამოვიდა კახი, გაფრინდა გერმანიაში.

საავადმყოფოში რომ მივიდა, პირველი, რასაც პროფესორი ეკითხებოდა, იყო, რა ჩამოიტანა (კვლევები). დახედა თუ არა სურათს, კაცი გაშავდა… კახიმ თქვა, ასეთი შეშინებული კაცი იშვიათად მინახავსო, იმდენად ცუდი სურათი იყო. დააწვინა კახი, დაიწყო დათვალიერება… ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა. შემდეგ მოიხმეს განყოფილების გამგე, საავადმყოფოს დირექტორი და ჰკითხეს: ეს სურათი როდის არის გადაღებულიო? კახიმ უთხრა, წამოსვლის წინა დღესო. „არაფერი არ არისო“, ასე გაშალა კაცმა ხელი და აჩვენა, რომ არაფერი აღარ იყო. მაშინ სასწაული მოახდინა უწმინდესმა. ალბათ, ღმერთმა დაადო ხელი. როცა უწმინდესმა თქვა – „ბატონო კახი, ყველაფერი იქნება კარგად“, მაშინ მოხდა ისეთი რამ, რაც არ ხდება ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ამას ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გააკეთებს, ეს უნდა იყოს ზეციერი ძალის მქონე პიროვნება“, – ამბობს კახი კავსაძის ძმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g