სელენა გომესი, რომელიც ნიკოლა პელტცისა და ბრუკლინ ბექჰემის ახლო მეგობარი იყო, მათთან ურთიერთობა გაწყვიტა. როგორც The Sun წერს, რომ ამის მიზეზი ნიკოლას ქცევაა, რომელსაც, გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს.
„ძალიან ბევრი მიზეზია. აი მაგალითად, როცა ისინი ლანჩზე გადიოდნენ, ნიკოლა ყოველთვის ცდილობდა ისეთ ადგილას დამჯდარიყო, რომ ფოტოგრაფებს ის კარგად დაენახათ. როცა საკმარის ყურადღებას ვერ იღებდა, სელენას მიმართ ცივი და აგრესიული ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ გომესს არც მისი დამოკიდებულება მოსწონს ბრუკლინის მშობლების მიმართ. მათი მეგობრების წრე კვირიდან კვირამდე მცირდება. მათ ბევრმა ზურგი აქცია, რადგან მიხვდნენ, თუ როგორ იქცევა ნიკოლა, ბრუკლინი კი მის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს“, – აცხადებს ინსაიდერი.
წყაროს თქმით, წყვილს სხვა ცნობილი მეგობრებიც შორდებიან. მათ შორის არიან მადონასა და გაი რიჩის ვაჟი, როკო რიჩი, ასევე ცნობილი შეფის, გორდონ რამზის შვილები, ჯეკი და ჰოლი.


