ბექჰემების ოჯახური დაპირისპირების ფონზე, დევიდ ბექჰემის ყოფილი „საყვარელი“, რებეკა ლოსი აქტიურად აკეთებს განცხადებებს ახალ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ოჯახის გახმაურებულ საჯარო კონფლიქტს ეძღვნება.
ლოსმა ამჯერად განაცხადა, რომ ბექჰემების საჯარო იმიჯი არ ასახავს იმას, „რაც სინამდვილეში დახურულ კარს მიღმა ხდება“.
ლუსის თქმით, ბექჰემები მისთვის „ბრენდად“ აღიქმებოდნენ, რადგან ის, რასაც ისინი საზოგადოებას აჩვენებდნენ, არ ემთხვეოდა იმას, რასაც იგი პირად სივრცეში ხედავდა.
„მათ ძალიან ძლიერი იმიჯი ჰქონდათ შექმნილი და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ ცდილობდა ამ ფარდის ჩამოხსნას. ეს იმიჯი მაინც ურყევი რჩებოდა“, – განაცხადა მან.
90-წუთიან დოკუმენტურ ფილმში, რებეკა ასევე ეხმაურება ბრუკლინის განცხადებას მისი ქორწილის შესახებ.
„ნებისმიერი სხვა დედა სიტუაციას სწორად შეაფასებდა და ასეთ ვითარებაში ცეკვაზე უარს იტყოდა. ეს სხვა ადამიანების გრძნობების მიმართ უყურადღებობაზე მიუთითებს. ნებისმიერი დედა იტყოდა, მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ ყველაზე ლამაზი ქალი აქ პატარძალი ნიკოლაა და მას დაუთმობდა ცეკვას“, – ამბობს ლუსი და ამატებს, რომ თუნდაც ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო, ასეთ დროს მამას შეეძლო ჩარევა და სიტუაციის განმუხტვა.
ცნობისთვის, ბრუკლინის მწვავე განცხადების გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე საათში, ლუსმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა:
„ძალიან მიხარია, რომ მან ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავი დაიცვა და საჯაროდ დაიწყო საუბარი. ძალიან მეცოდებოდა მისი უბედური ცოლი, კარგად ვიცი, რაზეც არიან ისინი წამსვლელები. სიმართლე ყოველთვის ზედაპირზე ამოდის“, – დაწერა ლუსმა.

