მსახიობი ქეთი ჩხეიძე ჟურნალ „სარკესთან“ (23 ივლისის ნომერი) პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამხელს და აღნიშნავს, რომ ბებიობას ძალიან კარგად შეეგუა:
„რადგან დედად შევდექი და ნორმალური შვილები გავზარდე, ვფიქრობდი, რომ ცუდი ბებია არ ვიქნებოდი. ვგრძნობ, რომ ჩემს შვილიშვილს ძალიან ვუყვარვარ, რომ ვშორდები, ტირის. რადგან ტირის, გამოდის, რომ მოჯაჭვულია ჩემზე და ვუყვარვარ. როცა ქალი ბებია ხდება, მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება და ეს ძალიან კარგია. ერეკლე წლისა და ოთხი თვისაა…
ერეკლე ვის პატივსაცემად დაარქვეს?
ბაბუის სახელია. მე და ჩემი მეუღლე ერთად აღარ ვცხოვრობთ, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი ყოფილი მეუღლე სიხარულისგან გაგიჟდა, გადარეული ბაბუაა. სხვათა შორის, მამაც ასეთი იყო…“