ბრედ პიტი აგრძელებს გულახდილ საუბრებს და არც სკანდალურ განცხადებებს ერიდება. ამჯერად 61 წლის მსახიობმა პოდკასტში ანჯელინა ჯოლისა და მასთან მტკივნეულ განქორწინებაზე გაამახვილა ყურადღება. მან განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე ძალიან უყვარდა და ამ სიყვარულს არ ნანობს.
„ეს იყო რთული და ტოქსიკური გარემო. მე ის ადამიანი ძალიან მიყვარდა. მესმის, რომ შეცდომები დავუშვი, მაგრამ არ ვნანობ იმ სიყვარულს, რაც იყო. არ არსებობს გამარჯვებული, როცა საქმე ოჯახსა და შვილებს ეხება. უბრალოდ ცდილობ, იპოვო გამოსავალი მტკივნეული რეალობის მიღმა. შვილებთან ურთიერთობის აღდგენა ჩემთვის ყველაფერია. ეს ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ბრძოლაა, რაც კი ოდესმე მქონია“, – აცხადებს ბრედი.
ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის ექვსი შვილი ჰყავთ. სასამართლო პროცესების ფონზე, მსახიობის ურთიერთობა შვილებთან განსაკუთრებით გართულდა. როგორც წყაროები იუწყებიან, პიტი დღესაც ცდილობს შვილებთან კონტაქტის აღდგენას, თუმცა ეს პროცესი არც ისე მარტივია, როგორც ბევრს ჰგონია.
ვიდეო: ბრედ პიტის აღიარებითი ჩვენება – მსახიობის უახლესი ინტერვიუ
ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შესახებ მრავალწლიანი დუმილი დაარღვია – GQ-ს ინტერვიუ

