LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეც გამიგეთ, ამდენ ადამიანს ვერ ავიღებ საკუთარ თავზე და ვერ დავაორგანიზებ, ამიტომ პირველი ჯგუფი იქნება 6 კაციანი, მეშვიდე მე ვიქნები…“ – ნანუკა გულუა ვიდეომიმართვას ავრცელებს

414
ნანუკა გულუა

მსახიობმა და ტელესახემ, ნანუკა გულუამ, რომელმაც მიმდინარე თვის დასაწყისში გასახდომი ჯგუფის ჩამოყალიბება დააანონსა, სადაც მსურველებს უფასოდ მიიღებს ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ნანუკა ამბობს, რომ ჯგუფში 7 ადამიანი შევა, მათ შორის ერთ-ერთი თავად იქნება. მარათონში მონაწილეობის მიღება კი შეეძლებათ მათ, ვისაც მინიმუმ 50 -70 კილოგრამი აქვს დასაკლები:

„უტრირების გარეშე, მილიონობით „მესიჯია“ ჩემთან მოსული. „როგორმე ჯგუფში მომახვედრე, გავხდეთ და ისე მიხარია ასეთი კარგი იდეა რომ მომივიდა თავში აზრად, უბრალოდ გამიგეთ მეც, ამდენ ადამიანს ვერ ავიღებ საკუთარ თავზე და ვერ დავაორგანიზებ, ამიტომ პირველი ჯგუფი იქნება 7 კაციანი – მეშვიდე მე ვიქნები.

ჩემო ტკბილებო და კარგებო მესმის, რომ ზოგს 5-7 კილოს დაკლება გინდათ, მაგრამ აქ ამ წონაზე არ არის საუბარი, უნდა გქონდეთ მინიმუმ 50 -70 კილოგრამი დასაკლები, რომელსაც ჯანსაღად ვარჯიშით კარგი დიეტით, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, ფსიქოლოგის მეთვალყურეობით ვაკეთებ ამ ყველაფერს.

მაქვს მოლაპარაკებები ძალიან სანდო და წარმატებულ კლინიკასთან მინდა მათთან ვითანამშრომლოთ საუკეთესო შედეგისთვის… მოგვიანებით შევარჩევ იმ 6 ადამიანს, რომელიც იქნება ჩემთან ერთად ჯგუფში…“ – ამბობს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g