„აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სწრაფი წარმატება უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში ძალიან საეჭვოა“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
რუსული მედიის ცნობით, მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ „აშშ-ის ეკონომიკა აუჩქარებელი ცხოვრებით ცხოვრობს და ხმამაღალ გამარჯვებებს მიგრანტებთან ბრძოლაც კი არ გვპირდება“.
მედვედევის თქმით, ტრამპმა უბრალოდ გადაწყვიტა „მსოფლიოს გადაკეთება“ ახალი, ტრამპის პოლიტიკური გეოგრაფიის შექმნით.
„არიან ქვეყნები, რომლებიც NATO-ში არ გვხედავენ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ომში ვართ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი
„არიან ქვეყნები, რომლებიც NATO-ში არ გვხედავენ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ომში ვართ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ყველა იდეა არის წმინდა ოცნებები და აბსოლუტურად არარეალური.