LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრებო გაზიარებით, რომელზეც ერთი წამი დაგვეხარჯება, რვა წლის სანდროს შეგვიძლია წლები ვაჩუქოთ! გევედრებით, ახლა შუა გზაში ნუ მივატოვებთ“ – რვა წლის სანდროს საზოგადოების დახმარება სჭირდება, რას წერს რეჟისორი ბიჭზე, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეს ებრძვის“

141
სანდრო ელოშვილი

რეჟისორი, სანდრო ელოშვილი რვა წლის სანდროს დასახმარებლად საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

პატარა სანდროს, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე აქვს, დამატებითი მკურნალობა სჭირდება, რისი ფინანსური რესურსიც ოჯახს აღარ გააჩნია:

„სულ რაღაც 8 წლისაა, იმ არ სახსენებელ სიმსივნეს ებრძვის! ამხელა ტკივილს უძლებდეს და თანაც მარტო? გემუდარებით! ჩვენი ერთობის ძალა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ!“ – სანდრო ელოშვილი მიმართვას ავრცელებს

„მე თვითონ სამი შვილის მამას, ჩემზე ათასჯერ მაგარი მშობელი, რომელიც ყველაფერს შვება საკუთარი შვილის გადასარჩენად, როცა მთხოვს თქვენამდე ამბავი მოვიტანო, უარი როგორ ვუთხრა?“ – წერს რეჟისორი სანდრო ელოშვილი.

„მეგობრებო გაზიარებით, რომელზეც ერთი წამი დაგვეხარჯება, რვა წლის სანდროს შეგვიძლია წლები ვაჩუქოთ! გუშინ, ხარება დღეს არ გამოგვივიდა 7000 ლარის შეგროვება, რომელიც ჩვენს პატარა მეგობარს სჭირდება ქიმიის კურსისთვის, მაგრამ დღეს თუ გამოგვივა,

ოჯახისთვის ხარებაც იქნება და ყველაზე დიდი დღესასწაულიც!
ორი კურსის ფული ერთად შევაგროვეთ ზამთარში, ახლა მესამეა საჭირო… სანდროს თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე აქვს!

სულ 1500 ლარამდე შეგროვდა, მაგრამ თუ ზუსტად იმდენს არ მოვაგროვებთ, რამდენიცაა საჭირო, აზრი არ აქვს! ოჯახს ნამდვილად აღარაფრის საშუალება არ აქვს და ერთ ლარსაც ვერ დაამატებს, ასე რომ ყველაფერი ჩვენზეა და გევედრებით, თუ აქამდე ჩვენი ერთობით მოვიდა ეს პატარა ვაჟკაცი, რომელიც თავისი სიკეთით და ენერგიით ყოველდღე ამარცხებს სიკვდილს, ახლა, შუა გზაში ნუ მივატოვებთ რა!

სანდროს მამა, გიორგი ქავთარაძე გვთხოვს დახმარებას და შველას! ღმერთმა არავის გვანახოს ის ტკივილი, ვუყურებდეთ შვილის ტანჯვას და ყველას გვყავდეს გულში ის ანგელოზი, რომელიც იმედს გვაძლევს ადამიანის მადლის!

ანგარიშები:

GE32TB7609945061600014 თი ბი სი.

GE54BG0000000161381454 საქ ბანკი“, – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

მეგობრებო❗️გაზიარებით, რომელზეც ერთი წამი დაგვეხარჯება, რვა წლის სანდროს შეგვიძლია წლები ვაჩუქოთ! გუშინ, ხარება დღეს არ…

Posted by სანდრო ელოშვილი on სამშაბათი, 08 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g