LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეორედ არავინ გაბედოს ლევანის სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება…ლევანიკო არსად არ გაპარულა…ლევანი წავიდა…წავიდა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა-„ვიმღერე იმიტომ, რომ ჩემი საქართველო მინდოდა მეჩვენებინაო“ – რას წერს ლევან კბილაშვილის დედა

15717
fot (5)

ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც მელიტა ფურცელაძე წერს, ლევანი რუსეთში არ გაპარულა, ის იქ წავიდა და ხმამაღლა თქვა – „ვიმღერე იმიტომ, რომ ჩემი საქართველო მინდოდა მეჩვენებინაო“.

ლევანის დედა აღნიშნავს, რომ ლევან კბილაშვილი იყო, არის და იქნება ადამიანი, რომელმაც ღირსეულად ატარა ყველგან თავისი და საკუთარი ქვეყნის სახელი და დაამტკიცა, თუ როგორი უნდა იყოს სამშობლოს და პრინციპების მქონე პატრიოტი ადამიანი.

„არავინ არ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება…

ლევანიკო არსად არ გაპარულა…

ლევანი წავიდა ….

წავიდა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა –

„ვიმღერე იმიტომ, რომ ჩემი საქართველო მინდოდა მეჩვენებინაო“….

ხო და აჩვენა…

ამ ხუთი წლის მანძილზე მთელმა საქართველომ იცოდა მისი რუსეთში მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ერთი სიტვა არ დასცდენია არავის აუგად…

სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა სცენაზე, საქართველოს დროშით ხელში, ქართულ სიმღერას ასრულებდა და ყველას დაანახა მან თავისი საქართველო. დანახა თან ისე, რომ დარწმუნებული ვარ დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ…

ამიტომ მე, მისი დედა, ხმამაღლა, თავაწეული და ამაყი ვამბობ:

ლევან კბილაშვილი იყო, არის და იქნება ადამიანი, რომელმაც ღირსეულად ატარა ყველგან თავისი და საკუთარი ქვეყნის სახელი და დაამტკიცა, თუ როგორი უნდა იყოს სამშობლოს და პრინციპების მქონე პატრიოტი ადამიანი.

კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად ვიმეორებ….მეორედ არავინ გაბედოს ლევანის სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება.
ის ლევან კბილაშვილია…

ლევანი, რომელიც ყველგან და ყველაფერში თავის სახელსა და ღირსებას რუდუნებით უფრთხილდებოდა.!“ – წერს ლევან კბილაშვილის დედა.

ცნობისთვის, ნინი შერმადინმა ნუცა ბუზალაძის მოსკოვში სიმღერასთან დაკავშირებით დღეს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მომღერალი ლევან კბილაშვილსაც ახსენებს.

 

ნინი შერმადინი: „არც მე მესიამოვნა მისი დანახვა რუსეთში გულწრფელად, მაგრამ ამხელა ზიზღი ნამდვილად არაფერში წერია..რეალურად მოღალატე ადამიანებზე ვიდარდოთ“

„ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას…ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება” – ნუცა ბუზალაძე მოქალაქეებს მიმართავს

ზაზა შენგელია: „ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ, რაც არ უნდა ახლო მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო, მე პირადად მის ადგილას არც ამ წვეულებაზე არ წავიდოდი და რომ მცოდნოდა მიდიოდა, აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები