LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი – უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში ილია მეორის გარდაცვალებამ, ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში

140
ყაველაშვილი მიხეილ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ილია მეორის ღვაძლი ეკლესიის გაძლიერებასა და აღმშენებლობაში ფასდაუდებელია.

საპატრიარქო – 16:00 საათზე საპატრიარქოდან სამების ტაძარში ფეხით მსვლელობა დაიწყება

2026 წლის 18 მარტს მოხდება ილია II-ის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

„უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებამ.

ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს, კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

„მინდა მივუსამძიმრო ყველა ქართველს… რამდენიმე წუთის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ ღვთივ განისვენა“ – მეუფე შიო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი აერთიანებდა ჩვენს ხალხს – ვუსამძიმრებთ ეკლესიას და ერს ამ უდიდეს დანაკარგს“ – ბიძინა ივანიშვილი

„გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შესძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული“ – სალომე ზურაბიშვილი

„ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის…“ – ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს მსოფლიო სასულიერო ლიდერები ავრცელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g