LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონი მილის გავლის შემდეგ, Toyota Tundra-ს მეპატრონე ახალი მოდელით დასაჩუქრდა

47

Ford F-Series, Chevrolet Silverado ან თუნდაც Dodge Ram გამავლობით ვერ შეედრება Toyota Tundra-ს. ამის დამამტკიცებელი საბუთი კი ამერიკაში დაფიქსირებული უნიკალური შემთხვევა გახლავთ.

საქმე იმაშია, რომ 2007 წელს გამოშვებული ავტომობილით ვიქტორ შეპარდმა, 1.6 მილიონ მილზე მეტი მანძილი განვლო, რის აღსანიშნავადაც კომპანია Toyota-ს ამერიკულმა წარმომადგენლობამ, მას ძველი ავტომობილის ნაცვლად, 2015 წლის მოდელი აჩუქა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველი მოდელი კვლავაც აქტიურად განაგრძობს ექსპლუატაციას და სულაც არ აპირებს დანებებას.

ვიქტორ შეპარდი ავტომობილს ყოველდღიური გადაადგილებისთვის იყენებდა, რის შედეგადაც, წელიწადში ავტომობილთან ერთად დაახლოებით 125.000 მილ მანძილს ფარავდა, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ორიგინალ ძრავზე მუსაობდა. როგორ გაძლო ავტომობილმა ამდენი ხანი? აი რა არის შეპარდის ავტომობილის გამძლეობის საიდუმლო:

”ჩემი პიკაპი იდეალურად გამოიყურება, თუმცა რა თქმა უნდა პატარ-პატარა ნაკაწრები აქვს. როგორ შევინარჩუნე ის ასეთ მდგომარეობაში? რა თქმა უნდა რეგულარული მექანიკური მომსახურებით, ორიგინალი დეტალების გამოყენებით, აკურატული ექსპლუატაციით და რა თქმა უნდა ავტომობილის სანდოობით” – განაცხადა ვიქტორ შეპარდმა.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ამ ფაქტს დიდი ყურადღება მიაქცია Toyota-ს ამერიკულმა წარმომადგენლობამ, რომელმაც განაცხადა, რომ ვიქტორისთვის ახალი ავტომობილით დასაჩუქრება სარეკლამო კამპანია ნამდვილად არ გახლავთ, და რომ ტექნიკოსები აპირებენ დეტალურად შეისწავლონ აღნიშნული ავტომობილი, რაც მათი აზრით სხვა მოდელების ექსპლუატაციის ვადის გაზრდაში დაეხმარებათ.

და კიდევ ერთი: ბევრს ეგონება, რომ ზემოთხსენებული ავტომობილი იაპონიაში დამზადდა, თუმცა ცდებით… გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული Toyota Tundra ტეხასის შტატში მდებარე Toyota-ს ქარხანაშია დამზადებული…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები