LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონობით ადამიანისთვის საზღვარგარეთ დასვენება ფუფუნება გახდა: ძველი მოგზაურობა აღარ დაბრუნდება

139
detail_def57e796e9985147a2a72eb98c01d51

პანდემიის დასრულების შემდეგ ხალხმა ისევ დაიწყო მოგზაურობა, მაგრამ ეს ძველებურად ხელმისაწვდომი აღარ არის.

„ავიაგადაფრენები ისევ ფუფუნება გახდა“ – ასეთი ხმამაღალი განცხადებით გამოვიდა Bloomberg 2022 წლის ბოლოს. ფინანსისტები ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტური მოგზაურობა, განსაკუთრებით საზღვარგარეთ გაფრენა, წარსულს ბარდება. მაღალი ტარიფების, თვითმფრინავების უკმარისობისა და პერსონალის შემცირების გამო მგზავრებისთვის სულ უფრო რთული ხდება ხელსაყრელი რეისის მიგნება.

ილუზია იმის შესახებ, რომ გასვლითი ტურიზმი ნორმაში ჩადგებოდა, ნოლს უახლოვდება. ანალიტიკური კომპანია Cirium არადამამშვიდებელ მაჩვენებლებს აქვეყნებს – ყოველთვიურად ათასობით რეისი მსხვილ ავიაკვანძებში, მაგალითად სინგაპურში, დოჰასა თუ ლონდონში, განრიგიდან იხსნება.

გადაყვანები შეუმცირდათ ბაზრის მსხვილ მოთამაშეებსაც, Pacific Airways-სა და British Airways-ს. ივნისიდან აგვისტომდე გერმანულმა ავიაგადამყვანმა Lufthansa თითქმის 5.8 ათასი რეისი გააუქმა.

2022 წელს ცეცხლზე ნავთი დაასხა ნავთობზე ფასებმაც. გაუთავებელი რყევა ყველა სახის საწვავზე აისახა. ამჟამად რეისი სინგაპურიდან გერმანიაში, რომელიც 2 ათასი დოლარი ჯდებოდა, ახლა 5 ათასი დოლარი ღირს.

ასეთი არასტაბილურობა არ შეიძლებოდა არ ასახულიყო მომხარებელზე. Ipsos-ის მონაცემებით, მოგზაურთა უმეტესობამ 2022 წელს (ევროპელების 41% და ამერიკელების 45%) აღნიშნავდნენ, რომ უარის თქმის ძირითადი მიზეზი სწორედ ფინანსური ასპექტი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები