LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მესხი: „ჩემს ვიდეოს ერთ დღეში მილიონ-ნახევარი ნახვა და 13 000 კომენტარი ჰქონდა. რომ ჰკითხოთ, არ იციან, ვინ ვარ და არ აინტერესებთ…“

571
მიშა მესხი და სოფო ბედია

მიშა მესხი ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ ვიდეოს შესახებ საუბრობს, სადაც საზოგადოებას მიმართავდა, თუ შვილის ყოლას გადაწყვეტდა, ეკითხა თუ არა მისი სახელი ევროკავშირისა და ამერიკისთვის:

„იმ ვიდეოში ევროპასა და ამერიკასთან დაკავშირებით ვხუმრობდი. სინამდვილეში, მე და სოფო ბავშვს არ ველოდებით. ბოლო პერიოდში ადამიანები მოგვიწოდებდნენ, სანამ რამეს გადავწყვეტთ, ჯერ ევროპასა და ამერიკას ვკითხოთო. მე ეს არ მომწონს. თურმე, მეზობელს უნდა შევუთანხმდე, ქორწილში წავალ, დაბადების დღეზე, ჩემს ცოლს კონცერტზე გავუშვებ სამღერლად თუ არა და ა.შ.

ეს კითხვა ცინიკურად კი არ დავსვი, უბრალოდ, მაინტერესებდა, ანუ ბავშვის გაჩენა რომ მინდოდეს, სახელი ევროპას შევეკითხო თუ ამერიკას-მეთქი. იუმორით ვიკითხე, ეს ვიდეო აიღეს, დაამახინჯეს და დაიწყეს შეურაცხყოფის მოყენება. ერთ დღეში, ერთ-ერთ გვერდზე მილიონ-ნახევარი ნახვა და 13 000 კომენტარი ჰქონდა. რომ ჰკითხოთ, არ იციან, ვინ ვარ და არ აინტერესებთ. ეს საერთოდ ვინ არისო, კითხულობდნენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g