LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მითია, რომ განსაკუთრებით წითელი ღვინო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის…“ – რას ამბობს ალკოჰოლის სარგებლობის შესახებ გავრცელებულ მითებზე მაია ბუწაშვილი

318
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ალკოჰოლის სარგებლობის შესახებ გავრცელებულ მითებზე საუბრობს.

„სწორად უნდა იყოს გააზრებული, რამხელა რისკზე მიდის ადამიანი „ქართული ქეიფის“ დროს მიღებული ალკოჰოლის რაოდენობით“ – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი ამბობს, რომ „რეალობა ისაა, რომ ანტიოქსიდანტი (რეზვერატროლი), რომელსაც ხშირად იშველიებენ ღვინის სასარგებლო თვისებების აღსაწერად, ღვინოში იმდენად ცოტაა, რომ სათვალავში ჩასაგდებიც არაა“. მისი თქმით, „ღვინოს თუ ვიღებთ, თავი კი არ უნდა დავიმშვიდოთ, რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რამეს ვაკეთებთ“

„მითები ალკოჰოლზე. მითი 1. ღვინო (განსაკუთრებით წითელი ღვინო) სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

არსებობს ადრე გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ამბობდა, რომ ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის კუთხით. ამ კვლევას უამრავი ცდომილება ახლავს და ამის განხილვას აქ არ დავიწყებ (ეპიდემიოლოგიას როცა ვასწავლი სტუდენტებს, ერთ-ერთ მაგალითად ეს სტატია მომყავს კვლევაში არსებული ხარვეზების განხილვისთვის).

რეალობა ისაა, რომ ანტიოქსიდანტი (რეზვერატროლი), რომელსაც ხშირად იშველიებენ ღვინის სასარგებლო თვისებების აღსაწერად, ღვინოში იმდენად ცოტაა, რომ სათვალავში ჩასაგდებიც არაა.

თუ ანტიოქსიდანტის მიღება გვინდა, რაღა მაინცდამაინც ღვინო, უამრავ სხვა პროდუქტშია, მაგალითად, ყურძენი, კენკრა, შავი შოკოლადი და ა.შ. ადამიანებს ეს არგუმენტი თითქოს თავის მართლების საშუალებას აძლევს, დალევა კი არ უნდათ, ღვინო სასარგებლოა და იმიტომ სვამენ (ანტიოქსიდანტის მიღების მიზნით ნუ დაიტანჯებით ღვინის დალევით:)

ღვინოს თუ ვიღებთ, თავი კი არ უნდა დავიმშვიდოთ (და ახლობლები), რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რამეს ვაკეთებთ, უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რომ ჩვენი ჯანმრთელობის რისკებზე მივდივართ იმიტომ, რომ მოგვწონს ალკოჰოლის მიღების შედეგები (განწყობის შექმნა, დათრობა თუ რა ვიცი, ვისაც რატომ მოსწონს)“, – წერს მაია ბუწაშვილი.

მითები ალკოჰოლზე მითი 1. ღვინო (განსაკუთრებით წითელი ღვინო) სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის არსებობს ადრე გამოქვეყნებული…

Posted by Maia Butsashvili on ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g