ჯენიფერ ლოპესმა განმარტა, რატომ აღარ ეძებს მამაკაცს ბენ აფლეკთან განქორწინების შემდეგ. 55 წლის ვარსკვლავმა, რომელიც AMAs-ის სცენაზე ცეცხლი დაანთო და პერფორმანსისას რამდენიმე მოცეკვავეს მხურვალედ აკოცა, გამოცემა Access Hollywood-ს განუცხადა, რომ ახლა ბევრად უფრო მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს, ვიდრე უწინ.
„მაშინ სულ დაძაბული ვიყავი, უნდა დამემტკიცებინა რაღაც… ახლა უბრალოდ მსურს დავტკბე იმით, რასაც ვაკეთებ. მე მამაკაცს არ ვეძებ. ახლა ბედნიერი ვარ და არ მინდა ეს გავაფუჭო. ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა ჩემთვის ამ ეტაპზე საკუთარ თავთან და ღმერთთან ურთიერთობაა“, – აცხადებს ვარსკვლავი.
ჯეი ლოს თქმით, განქორწინების შემდეგ, ის ახალ ეტაპზეა, სადაც საკუთარ თავისუფლებასა და ბედნიერებას აფასებს და ამჟამად არ ეძებს ახალ პარტნიორს. მან ასევე აღნიშნა, რომ განქორწინება მისთვის მძიმე გამოცდილება იყო, თუმცა ამ ეტაპზე თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობს.

