LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვითხოვთ ქმედით ნაბიჯებს, რომ ეს უსამართლობის ჯაჭვი შეწყდეს“ – მედია მენეჯერები კელი დეგნანს ხვდებიან

86
bzamochra (1)

“მთავარი არხის”, “TV პირველისა” და “ფორმულას” წარმომადგენლები აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს ხვდებიან.

შეხვედრის დაწყებამდე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ ახლა პირველ რიგში, ნიკა გვარამიას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. მისივე თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე შეთავაზება ექნებათ, მიღებულ პასუხებს კი მედიასთან მოგვიანებით გააჟღერებენ.

“ნიკა ჩვენი გენერალური დირექტორია, ჩვენი მეგობარია, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი სინამდვილეში, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ნიკა ერთ-ერთი მაგალითია ამ უსამართლობის, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, ჩვენ გვიწევს მუდმივად ამ რეჟიმში ცხოვრება, ეტაპობრივად ვიღაცას იჭერენ – უშვებენ, იჭერენ – უშვებენ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ჯაჭვი, თითქოს, ჩვეულებრივ ამბად რომ იქცა?!

ჩვენ გვინდა ამერიკის ელჩს ვთხოვოთ, ვიტყვი, მოვთხოვოთ კიდევაც, რომ ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ეს უსამართლობის ჯაჭვი შეწყდეს, ნიკა გვარამია იყოს ბოლო რგოლი ამ ჯაჭვში, ის გათავისუფლდეს აუცილებლად”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მისი სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 

დღეს, 18 მაისს, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართება ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე: 

იოსელიანი: შეიძლება ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს გულს ფხანდეს ვინმეს პატიმრობა, მაგრამ ერთ წრეზე სიარულმა და ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომამ, ბოლო 30 წელია, კარგი რომ არაფერი მოგვიტანა

სამადაშვილი: იმედი მაქვს, დღესვე გაერთიანდება საზოგადოება შეწყალების პეტიციის ხელმოსაწერად

იაგო ხვიჩია: სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე რომ ხალხი დაიჭიროთ, პარლამენტში ყველა კომიტეტის თავმჯდომარე და თანამდებობის პირი დასაჭერია

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ნიკა გვარამიას მეუღლე: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში: ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები