უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას ითხოვს, – აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველი “ტელეგრამ” არხზე წერს.
მისი თქმით, უკრაინა განზე არ დადგება, როცა მისი მოქალაქეები ასეთ პირობებში არიან და სასწრაფო დახმარება სჭირდებათ.
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. რასაც ფოტოზე და ვიდეოზე ვხედავთ არის უკრაინის მოქალაქის წამება. ყველა საჯაროდ უყურებს, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა და ეს მიუღებელია!
კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას უკრაინის მოქალაქესთან. საქართველოს ომბუდსმენს რამდენჯერმე დავუკავშირდი, რამდენიმე წერილი მივწერე იუსტიციის სამინისტროს და პასუხი არ მიმიღია!
მოვითხოვ სასწრაფოდ გაუშვან სამკურნალოდ! ასევე მივმართავ უფლებადამცველ ყველა ინსტიტუტს, სასწრაფოდ მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე!
უკრაინა განზე არ დადგება, როცა მისი მოქალაქეები ასეთ პირობებში არიან და სასწრაფო დახმარება სჭირდებათ”, – წერს ომბუდსმენი.
ნევროლოგი: თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვემოთ ჩამოვა, მოკვდება
დავით არახამიამ გადმომცა ფოტოები.. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება: ზელენსკი