LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი გაიყიდა: ფასი 12 მილიონ ლარზე მეტია

1420
-123110363-mediaitem123110358

მსოფლიოში ყველაზე დიდი, მილიარდი წლის შავი ბრილიანტი „ენიგმა“ სოთბის აუქციონზე იყო გამოტანილი და მისი მოპოვება ბევრ კოლექციონერს სურდა. ქვის წონა 555,55 კარატია, სავარაუდო ღირებულება კი 4,4 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში „ენიგმა“ მხოლოდ 3,16 მილიონად გაიყიდა.

ქვის დაბადების შესახებ უამრავი ისტორია არსებობს და ერთ-ერთი ვარაუდით, ის დედამიწაზე ასტეროიდის სახით მოხვდა.

ზოგადადა აღსანიშნავია, რომ შავი ბრილიანტები 2,6-დან 3,2 მილიარდ წლამდე ასაკისაა, ანუ ჯერ კიდევ დინოზავრების ხანის. თავად დედამიწა 4.65 მილიარდი წლისაა, ანუ შავ ბრილიანტზე ბევრად დიდი ნამდვილად არ არის.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბრილიანტის ახალმა მფლობელმა საფასური კრიპტოვალუტით გადაიხადა.

აუქციონის სახლის წარმომადგენლები გამარჯვებულის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა კრიპტოვალუტის ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა მწარმოებელმა რიჩარდ ჰართმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ენიგმას“ ახალი მფლობელი სწორედ ისაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები