LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსუქანი დათვების კვირეული: გამარჯვებული 800 ათასმა ადამიანმა შეარჩია

41
-120879889-otis-850-1

ალასკას ეროვნულმა პარკმა ტრადიციულ კონკურსს – „მსუქანი დათვების კვირეულს“ უმასპინძლა. BBC-ის ინფორმაციით, გამარჯვებული წელს 25 წლის ოტისი გახდა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი მაშინ ტარდება ხოლმე, როცა დათვები ზამთრის ძილის დაწყებამდე მაქსიმალურ წონას კრეფენ. ალასკას ნაკრძალში სულ 2 200 დათუნია ცხოვრობს, ყველაზე მსუქანის ტიტულისთვის კი 12 რჩეული იბრძოდა.

გამარჯვებული საზოგადოებრივი გამოკითხვით გამოვლინდა. ვებ-გვერდზე Explore.org ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეეძლო და ოტისმა 51 ათასი ხმის დაგროვება შეძლო.

ოტისი ნაკრძალის ერთ-ერთი უხუცესი ბინადარია. როგორც პარკის თანამშრომლები ამბობენ, მას უკვე ნადირობაც უჭირს და ძირითადად დროს მწოლიარე მდგომარეობაში ატარებს.

„ყველაზე მსუქნების“ კონკურსში მან მეოთხედ გაიმარჯვა და საპატიო ჯილდო 2014, 2016 და 2017 წლებშიც აქვს აღებული.
გამოკითხვაში მონაწილეობა წელს 800 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები