LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუზეუმის ვიზიტორმა ხელოვნების ნიმუში შემთხვევით მოიპარა

118
_methode_times_prod_web_bin_6ee197ee-b18e-11ec-8570-b43daaf58ea1

ფრანგმა პენსიონერმა პიკასოს მუზეუმიდან სრულიად შემთხვევით ხელოვნების ნიმუში მოიპარა. შედეგად ის დააპატიმრეს და ახლა განაჩენს ელოდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The times ავრცელებს.

72 წლის ქალი პარიზის მუზეუმში გამოფენის სანახავად მივიდა. ერთ-ერთ კედელზე მან ლურჯი ფერის მოსაცმელი შეამჩნია. ქალმა იფიქრა, რომ სამოსი ვიღაცას დარჩა, ამიტომ მისი წაღება და მოსინჯვა გადაწყვიტა.

მოსაცმელი პენსიონერისთვის დიდი აღმოჩნდა, ამიტომ ახალი ნივთის ტანზე მოსარგებად მან მკერავს მიაკითხა.

სინამდვილეში კი ეს მოსაცმელი 41 წლის ესპანელი ხელოვანის არტ-ობიექტი იყო. ექსპონატის გაქრობის შემდეგ მუზეუმმა ბუნებრივია, პოლიციას მიმართა. რამდენიმე დღის შემდეგ ხანდაზმული გამტაცებელი დააკავეს.

ქალი დანაშაულის ადგილას თავისი ფეხით დაბრუნდა, რათა ახალი გამოფენა შეეთვალიერებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები