ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტში ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე, ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
“შაბათს შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ძალა ერთობაში, საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს” განაცხადა დეკანოიძემ.
“პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში დაღუპულის გამო. სამწუხარო დაქტია. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. ღია გამოძიება უნდა წარიმართოს. ამ ადამიანებს უსაფრთხო სამუშაო პირობები უნდა შევუქმნათ.
მინდა საზოგადოებას ვუთხრა რომ პარტია ენმ და ფრაქციის გადაწყვეტილება ეხება საგაზაფხულო სესიაზე მუშაობის გაგრძელების სტრატეგიას.
გვქონდა ინტენსიური მსჯელობა პარტიის შიგნით, ასევე მხარდამჭერებთან. როგორც მოსალოდნელი იყო წარმოიქმნა აზრთა სხვადასხვაიბები, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ გადაწყბეტილება რომ საგაზაფხულო სესიაში ჩავერთვებით, შევწყვეტთ ბოიკოტს.
ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშეა, სააკაშვილი დატყვევებულია რეჟიმის მიერ. მიგვაჩნია რომ ესაა პოლიტიკური შურისძიება. ამიტომ, ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთერთი ძირითადი ღერძი იქნება რეჟიმის საჯარო მხოლება. თუ როგორ მოექცნენ სააკაშვილს. ამისთვის ჩვენ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირება. დღესვე დარეგისტრირდება ეს. ჩვენ ვიმუშავებთ კოლეგწბთან ერთად , რომ ეს კომისია მალე ამოქმედდეს. ჩვენი ფრაქცია დღესვე იწყებს ხელმოწერების შეგროვებას რომ ფარდა ავხადოთ როგორ მოექცა მას რეჟიმი. ჩვენ მოვითხოვთ ამ კომისიაზე სააკაშვილის წარდგენას და გამოკითხვას.
გარდა ამისა, ჩვენი საქმიანობა იქნება მიმართული იმისკენ რომ ყველა ფრონტზე ვიბრძოლოთ ჩვენი მოსახლეობის ღირსებისა და უსაფრთხოებისთვის.
ასევე ჩვენ მხარს დავუჭერთ ანტიკორუფციულ საგამოძიებო კოომისიას” – განაცადა დეკანოიძემ