LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: 100 ათასმა ადამიანმა საჯაროდ რომ თქვას, არ მოგაკვლებინებთ, გაუშვით სამკურნალოდ, თქვენი აზრით, ბიძინა რას იზამს? გაუშვებს, თუ დაინახავს, რომ მოთხოვნა პრინციპული იქნება

202
Untitled design (6)

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მესამე პრეზიდენტრის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ „მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილი კი არა, საზოგადოება კლავს“.

„დღეს, ჩემმა მეგობარმა მითხრა, მიშას ბიძინა არ კლავს, ჩვენ ვაკეთებთ ამასო და მართალია. 100 ათასმა ადამიანმა საჯაროდ რომ თქვას, არ მოგაკვლევინებთ, გაუშვით სამკურნალოდ, თქვენი აზრით რას იზამს ბიძინა? გაუშვებს თუ დაინახავს რომ მოთხოვნა პრინციპული იქნება.

ამიტომ ბიძინა ცუდი კაციას ძახილს თავი დავანებოთ. ჩვენ ვართ ..რაკოები და ვაღიაროთ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დამხვდა და გონზე მოსაყვანად გარკვეული პერიოდი დამჭირდა.. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით

„საშუალოდ, 9-დან 14-მდე მედიკამენტს იღებდა.. დიაგნოსტიკა ფაქტობრივად ბნელ ოთახში მიმდინარეობდა“ – რას პასუხობს მარიამ ჯიშკარიანს „ვივამედის“ დირექტორი

 

პოპულარულები