LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი 7 ნოემბერზე: “ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ბოდიშებს უნდა ვიხდიდეთ, არც მორალური უფლება გვაქვს აქციის ჩატარების”

233
BeFunky-collage (2)

ნანუკა ჟორჟოლიანს 7 ნოემბერს ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი ტიპის აქციის ჩატარება მიუღებლად მიაჩნია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დღეს, წინა ხელისუფლებამ ბოდიში წელსაც უნდა მოიხადოს.

“რა თქმა უნდა, 7 ნოემბერს აქცია არ იქნება. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ არც მორალური უფლება გვაქვს აქციის ჩატარების და ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ბოდიშებს უნდა ვიხდიდეთ.

7 ნოემბერი საკუთარ პოლიტიკურ შეცდომად მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ აღიარა, როდესაც გადადგა.

ამიტომ, ჩემი აზრით, 7 ნოემბერი უნდა იყოს შესვენების დღე. ამ დღეს, წელსაც მოვიხადოთ ბოდიში, რაც შეეხება სხვა დღეებს, ვიბრძოლოთ”,- აღნიშნავს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანმა ამავე ვიდეომიმართვაში, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დღეიდან, ყოველდღე შეიკრიბონ რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით.

ვრცლად:

“გთხოვთ ყველას, გვერდით გადავდოთ სიბრაზეები, დღეიდან ყოველდღე შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან” – ნანუკა ჟორჟოლიანი მოქალაქეებს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები