LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ამდენი თვე რატომ ელოდებოდა პროკურატურა თუ დამნაშავე ვიყავი? რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, პატიმრების საპატიმრო ბარათების შევსება ყოველთვე მოხდება“

274
ნანუკა ჟორჟოლიანი

ამდენი თვე რატომ ელოდებოდა პროკურატურა თუ დამნაშავე ვიყავი? – ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ის მაინც გააგრძელებს, პატიმრების საპატიმრო ბარათების ყოველთვიურად შევსებას.

„ვინმეს რატომ გაგიკვირდებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაგვაკავოს? მაგრამ ეს ვიღაცისთვის პრობლემას ხომ უნდა წარმოადგენდეს?! ჩემთვის ეს ნაწილი არ წარმოადგენს პრობლემას. ძალიან მეშინია მიწისძვრის, მაგრამ ციხის – არა.

სიგიჟეა ყველა ერთი მუხლით გაგვაერთიანეს და მოგვიდგნენ უნამუსო რუსი კაცის სარჩელით. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივ ნაწილში არ მინდა შესვლა, რამდენიმე დეტალს მაინც მინდა ხაზი გავუსვა. ამბობენ – „დამნაშავეების დაფინანსება“ – ამ ნაწილში მგულისხმობენ მე, როდესაც დაკავებულ ბიჭებს ვუვსებ საპატიმრო ბარათებს. მათ მიერ კონტროლირებად სასამართლოსაც ჯერ კიდევ არ უთქვამს, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან.

ამ ფონდთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილები ვიყავით. ამიტომ, ყოველთვის ვაკეთებდით პირდაპირ ჩარიცხვებს. ისინი ხომ ხედავენ, რა ტიპის საჭიროებებს ვუფარავდით ოჯახს?! ვთქვათ, შენმა მართულმა სასამართლომ თქვა, რომ დამნაშავეა, მაგრამ ოჯახის წევრებიც უნდა დაისაჯონ და მათი დახმარებაც არ შეიძლება? ანუ, რა მიდგომაა?

როცა ამბობენ, რომ „ბალაკლავები რიგდებოდა“ – მაშინ ბალაკლავები და აირწინაღების დარიგება კანონით არ იყო აკრძალული. ის, რომ მაგალითად „წინა ხაზის ადამიანებს“ სტატუსებით ვიბარებდით რუსთაველზე, მაშინვე რატომ არ მოხდა ჩემი დაკავება? ამდენი თვე რატომ ელოდებოდა პროკურატურა თუ დამნაშავე ვიყავი?

რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, პატიმრების საპატიმრო ბარათების შევსება ყოველთვე მოხდება. ეს ზუსტად ვიცი. თუ როგორ, ამას ჭკვიან ადამიანებთან ერთად მოვიფიქრებ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ცნოისთვის, პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

„ე.წ. „ფონდები“ მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის“ – პროკურატურა რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ ანგარიშების დაყადაღებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g