LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა კუპატაძე: „დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, ამაში გიორგის დამსახურება ძალიან დიდია…“

325
გიორგი და ნანუკა

„ჩემი ცოლის დაქალებში“ სოსოს ახალი შეყვარებულის როლს ნანუკა კუპატაძე ასრულებს. ის რეალურ ცხოვრებაში მომღერალ გიორგი უშიკიშვილის მეუღლეა.

როგორც „თბილისელებთან“ ამბობს, თუ რამეს წარმოადგენს, ეს მისი მეორე ნახევრის დამსახურებაა:

„ჩვენი ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო. სანამ სტუდენტი გავხდებოდი. ჩემი მომავალი მეუღლე 2008 წელს გავიცანი საერთო მეგობრისგან და სამი წლის შემდეგ გვქონდა ქორწილი. მეუღლეზე ბევრი საუბარი საჯაროდ არ მიყვარს (იცინის). ის გახლავთ გიორგი უშიკიშვილი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, რომელიც საოცრად მიდგას გვერდით. დღეს თუ მე რამეს წარმოვადგენ, პროფესიულად თუ როგორც დედა და მეუღლე, ამაში მისი დამსახურება ძალიან დიდია.

გიორგი როგორია, როგორც მეორე ნახევარი, ოჯახურ ურთიერთობაში?

საუკეთესოა. როცა იგებენ, რომ მე გიორგის მეუღლე ვარ, მეკითხებიან ხოლმე, უი, როგორია? არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყველას საკმაოდ მკაცრი ჰგონია (იცინის). რეალურად ძალიან თანამედროვე და თავისუფალი შეხედულებების მქონე ადამიანია. ჩვენ, პირველ რიგში, ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ერთმანეთს არაფერში ვზღუდავთ. მისი აზრი ჩემთვის ყველა საკითხში მნიშვნელოვანია…“

როგორ იბრძოლა გიორგი უშკიშვილმა საყვარელი ქალისთვის: „ეს პერიოდი რომ არ გამოგვევლო, შეიძლებოდა, გიორგი ასე ძალიან არ მყვარებოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g