LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაპოლეონის დანა-ჩანგალი 11 250 ფუნტად გაიყიდა: არტეფაქტის მისაღებად ნამდვილი ბრძოლა გაიმართა

80
Capture

ნაპოლეონ ბონაპარტის დანა-ჩანგალი აუქციონზე გაიყიდა და უცნობმა კოლექციონერმა მასში 11 250 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, არტეფაქტი ვერცხლისგანაა დამზადებული და მოოქროვილია. მათზე იმპერატორის ინიციალი N-ია ამოტვიფრული და ის სპეციალურად იმპერატორისთვის, 1810 წელს, პარიზში დაამზადეს.

აქამდე დანა-ჩანგალი ცნობილი კოლექციონერის, ვინმე უისტონის ოჯახში ინახებოდა და მისმა შთამომავლებმა რელიკვიასთან გამომშვიდობება გადაწყვიტეს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დანა ჩანგალი ბონაპარტს 1815 წელს ვატერლოოს ბრძოლის დროს მოჰპარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები