,,ნარცისიზმი, ანუ ძალიან მაღალი თვითშეფასება სინამდვილეში ეფუძნება ძალიან დაბალ, უკიდურესად დაბალ თვითშეფასებას…“ – ამის შესახებ „პირველი არხის“ ეთერში ფსიქოლოგმა, სალომე ფანჯიკიძემ განაცხადა.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს არის არა უბრალოდ სურვილი, არამედ ჟინი, რომ ყველას მოსწონდე და სწორედ ეს მდგომარეობა იწვევს ადამიანის ტანჯვას:
როდესაც ვლაპარაკობთ შვილებზე და გვგონია, რომ მათ პრობლემები აქვთ, უნდა გადავხედოთ ჩვენს თავებს, ჩვენ ხომ არ გვაქვს რაღაც პრობლემები?! – ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე
ხომ არ ვართ ზედმეტად დეპრესიულები და ამას გადავდებთ ჩვენს შვილს?!
„,ნარცისიზმი, ანუ ძალიან მაღალი თვითშეფასება სინამდვილეში ეფუძნება ძალიან დაბალ, უკიდურესად დაბალ თვითშეფასებას, რომელსაც აქვს ჟინები, რომ მაგალითად ყველას მოსწონდეს.
ეს არის არა უბრალოდ სურვილი, არამედ ჟინი, რომელიც ხშირად იწვევს ტანჯვას, რადგან ვერ იკმაყოფილებს ადამიანი იმას, რომ ყველას მოსწონდეს იმ ოთახში სადაც შედის… შესაბამისად ადამიანი იწყებს ტანჯვას.
ეს მექანიზმები, რომელიც გონივრულად არის ჩადებული გვატყობინებს, რომ ჩვენ აცდენილები ვართ რაღაცას და ეს რაღაცა ეტყობა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
ჩვენი მთავარი ფოკუსი უნდა სწორდებოდეს იმაზე, რომ რეალობა სად არის…“ – ამბობს ფსიქოლოგი.
რას ნიშნავს ნარცისიზმი,,ნარცისიზმი, ანუ ძალიან მაღალი თვითშეფასება სინამდვილეში ეფუძნება ძალიან დაბალ თვითშეფასებას…" – სალომე ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი #ახალიდღე
Posted by პირველი არხი on ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025