ტელეჟურნალისტი ნათია ბანძელაძე ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანთან საკუთარ ინტერვიუს, სადაც უდიდესი ემოციებისა და სიყვარულის შესახებ ისაუბრა, რომელიც თავის გარდაცვლილ მეუღლესთან, მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილთან აკავშირებს.
ინტერვიუს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა.
,,როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრობ – გიო, დამეხმარე…ხანდახან ძალიან მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს, წერილებს ვუტოვებ" – ნათია ბანძელაძე ცხოვრების მძიმე მომენტზე საუბრობს
ნათია სწორედ ამ გამოხმაურებებს პასუხობს:
„წარმოუდგენელი ემოციის ქვეშ ვარ! არათუ სიტყვები, ყველა თქვენი ბგერა ჩამესმის, ვგრძნობ, ვინახავ და ვატარებ… ასე მგონია, ,,თქვენ” და გოგიჩამ დღეს მზეც კი ჩემთვის ამოიყვანეთ. ახლა, ზუსტად ვხედავ მის წყლიან თვალებს, დარცხვენილ ემოციას და გამთბარ გულს, რომელიც თითოეულ თქვენგანში ასეთი დიდი სიყვარულით შემოვიდა… ამას ვამბობ, სხვას არაფერს, ეს ადამიანი ყველგან და ყველაში დარჩა, მაგრამ მაინც ჩემი უფროა, რაა… შეგეცილებით… მხოლოდ დიდ სიყვარულში.
ვფიქრობ, ახლა მეტი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ, სწორად მოვიტანო თქვენამდე მისი ადამიანური შინაარსი, დიდი ბავშვის ნამდვილი ამბავი. მადლობა, ,,გოგიჩას ელჩებო” დღეს კიდევ ერთხელ, ასე რომ გამოატარეთ თქვენში – ჩემამდე მოსასვლელად…“
"როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრომ – გიო, დამეხმარე" – ნათია ბანძელაძე"როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრომ – გიო, დამეხმარე და საიდანღაც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად ისე მეხმარებიან, როგორც გიორგი დამეხმარებოდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს არასდროს დავუტოვებივარ!" – ნათია ბანძელაძე ⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე: https://instagram.com/nanukashow 🌟 ნანუკას 𝗧𝗶𝗸𝗧𝗼𝗸 გვერდი: https://www.tiktok.com/@nanukashow
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on Wednesday, April 10, 2024