LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბანძელაძე: „წარმოუდგენელი ემოციის ქვეშ ვარ… ახლა მეტი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ, სწორად მოვიტანო თქვენამდე გოგიჩას ადამიანური შინაარსი, დიდი ბავშვის ნამდვილი ამბავი…“

343
ნათია ბანძელაძე და გოგიჩა

ტელეჟურნალისტი ნათია ბანძელაძე ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანთან საკუთარ ინტერვიუს, სადაც უდიდესი ემოციებისა და სიყვარულის შესახებ ისაუბრა, რომელიც თავის გარდაცვლილ მეუღლესთან, მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილთან აკავშირებს.

ინტერვიუს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა.

ასევე ნახეთ

,,როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრობ – გიო, დამეხმარე…ხანდახან ძალიან მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს, წერილებს ვუტოვებ" – ნათია ბანძელაძე ცხოვრების მძიმე მომენტზე საუბრობს

ნათია სწორედ ამ გამოხმაურებებს პასუხობს:

„წარმოუდგენელი ემოციის ქვეშ ვარ! არათუ სიტყვები, ყველა თქვენი ბგერა ჩამესმის, ვგრძნობ, ვინახავ და ვატარებ… ასე მგონია, ,,თქვენ” და გოგიჩამ დღეს მზეც კი ჩემთვის ამოიყვანეთ. ახლა, ზუსტად ვხედავ მის წყლიან თვალებს, დარცხვენილ ემოციას და გამთბარ გულს, რომელიც თითოეულ თქვენგანში ასეთი დიდი სიყვარულით შემოვიდა… ამას ვამბობ, სხვას არაფერს, ეს ადამიანი ყველგან და ყველაში დარჩა, მაგრამ მაინც ჩემი უფროა, რაა… შეგეცილებით… მხოლოდ დიდ სიყვარულში.

ვფიქრობ, ახლა მეტი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ, სწორად მოვიტანო თქვენამდე  მისი ადამიანური შინაარსი, დიდი ბავშვის ნამდვილი ამბავი. მადლობა, ,,გოგიჩას ელჩებო” დღეს კიდევ ერთხელ, ასე რომ გამოატარეთ თქვენში – ჩემამდე მოსასვლელად…“

"როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრომ – გიო, დამეხმარე" – ნათია ბანძელაძე

"როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრომ – გიო, დამეხმარე და საიდანღაც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად ისე მეხმარებიან, როგორც გიორგი დამეხმარებოდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს არასდროს დავუტოვებივარ!" – ნათია ბანძელაძე ⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე: https://instagram.com/nanukashow 🌟 ნანუკას 𝗧𝗶𝗸𝗧𝗼𝗸 გვერდი: https://www.tiktok.com/@nanukashow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on Wednesday, April 10, 2024

„სულ მინდა თავის არნახულ და გამორჩეულ ისტორიაზე წიგნი დაწეროს, ესენი ურთიერთობის ისეთ უმაღლეს საფეხურზე იყვნენ, აუცილებლად უნდა შემოინახოთ თქვენი ისტორიები ჩვენთვის და არა მარტო..“ – ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები დედის ინტერვიუს ემოციური პოსტებით ეხმაურებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები