LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ იბანავებს, არ გაიპარსავს და მუცელს შეწევს, აბსოლუტურად შესაძლებელია ასე გამოიყურებოდეს” – ვოლსკი სააკაშვილზე

172
BeFunky-collage - 2023-02-03T013821.000

ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ იბანავებს, არ გაიპარსავს და მუცელს შეწევს, აბსოლუტურად შესაძლებელია ასე გამოიყურებოდეს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

„აბსოლუტურად შესაძლებელია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ იბანავებს, არ გაიკრიჭავს და არ გაიპარსავს, მუცელს შეწევს და მითუმეტეს თუ რეზექცია აქვს გაკეთებული და წონა აქვს დაკლებული, ბევრი გვინახავს…“, – ასე უპასუხა ვოლსკიმ წამყვანის რეპლიკას, “ხომ ვნახეთ, როგორ გამოიყურებოდა”.

ვოლსკის განცხადებით, არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოჩნდა,არც ოჯახის წევრი, რომელიც მოუწოდებს სააკაშვილს, რომ ნუ იზიანებს თავს ამ დონეზე.

„სააკაშვილს კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული, ყველამ იცის. ამას არ მალავენ და ამბობენ. საჭმელს არ იღებს იმ რაოდენობით და კალორაჟით, რომელიც უნდა მიიღოს. ოჯახს რომ ეკითხები, რატომ არ მოგაქვს კალორაჟით, გეუბნება, რა ვიცი, ვყიდულობ სადღაც და მომაქვს. ადამიანი არათუ საჭმელს არ იღებს, დანიშნულებას არ იღებს, ექსპერტიზაზე უარს აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა ზუსტად შეფასდეს, უფრო მეტიც უარს აცხადებს, ნებისმიერ უცხოელ ექიმზე, რომელსაც ჩვენი სისტემა მიიღებს და მიუჩენს, თუნდაც მკურნალობაში და ექსპერტიზის დონეზე. ახლა ეს ადამიანი არის კაპრიზებით. არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოჩნდა, რომელიც მოუწოდებს, არც ოჯახის წევრი, რომ ნუ იზიანებს თავს ამ დონეზე. ვერ ყლაპავს საჭმელს, თორემ როგორ არ შეჭამდაო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი: მე საქართველოს მივეცი ჩემი ცოდნა, მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ

დავით არახამიამ გადმომცა ფოტოები.. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება: ზელენსკი

„მზად ვარ, პირადად წავიყვანო, გაათავისუფლეთ სააკაშვილი სამკურნალოდ“ – პოდოლიაკი

პოლიტიკური მეტოქისადმი ანგარიშსწორება თუ წარსულში დაბრუნება – რა თქვეს ევროპარლამენტარებმა სააკაშვილზე

უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას

„ეს ფოტოები მხოლოდ პუტინს სიამოვნებს… თავისუფლება მიშას!“ – ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ მოწოდებას ავრცელებენ

ფოტიგა: სააკაშვილი ციხეში კვდება და ამას საქართველოს მომავალზე დიდი გავლენა ექნება

ზელენსკი: „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენოს ევროპული სტანდარტების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შეწყვიტოს ძალადობა და გაათავისუფლოს მიხეილი!“

დეგნანი სააკაშვილზე: სერიოზული მდგომარეობაა.. ჩვენი და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა შეშფოთებულები ვართ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g