მეტალოპლასტმასისა და ალუმინის ფანჯრების მწარმოებელი კომპანია “მეტი + ჯგუფი” ბაზარზე 11 წელია არსებობს. რა სერვისებია დღეს აქტუალური და რამდენად კონკურენტუნარიანია ბაზარი. ამ საკითხების შესახებ “მეტი პლუს ჯგუფის” დირექტორმა და დამფუძნებელმა ბაჩო რამიშვილმა „ბიზნესნიუსის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?
“მეტი + ჯგუფი” ბაზარზე 11 წელია არსებობს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი შეთავაზებები გვაქვს მომხმარებლებისთვის. ეს არის როგორც ალუმინის, ასევე მეტალოპლასტმასის მიმართულებით და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შემოგვაქვს მაღალი ხარისხის კვალიფიციური პროფილები, როგორიცაა 2მმ-იანი კედლის სისქის ალუმინი, ასევე 4-კამერიანი, 5-კამერიანი, 70-იანი სერიის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის საპროფილე მასალები. თეთრი, შავი, კაკლისფერი – ნებისმიერი ფერის ნახვა შესაძლებელია ჩვენს ბაზაზე. ამავდროულად, შესაძლებელია, ნახონ მინა-პაკეტის სერვისი, რომელიც არის ჩვეულებრივი კლასიკური მინები, ასევე გარდიანის ტიტანის მიმართულებით. სახელებს ვამბობ იმიტომ რომ, თუ რომელიმე ადამიანი ერკვევა სამშენებლო მიმართულებით, მიხვდება რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი კომპანია ამ მიმართულებით.
რა სერვისები გაქვთ და რას აქცევენ მომხმარებლები ყურადღებას პროდუქტის შერჩევის დროს?
გააჩნია შეკვეთას, პროექტს. თუ აქვთ ალუმინის მიმართულება, რაც დღეს ძალიან აქტუალურია. ამ მიმართულებით არჩევენ სლაიდური ტიპის კარებს, რაც ძალიან მაღალი ხარისხის გვაქვს, 14-იანი განის პროფილია, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფილია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. თუ ავიღებთ მეტალოპლასტმასის მიმართულებას, ძალიან აქტიურად იყიდება 70-იანი სერიის შავი ფერის, რომელიც ვფიქრობ, ბაზარზე ყველაზე კარგ ფასად გვაქვს.
რამდენად სანდო კომპანიაა “მეტი + ჯგუფი” და როგორ მოწმდება პროდუქციის ხარისხი?
ჩვენი პროფილები გახლავთ ISO სერტიფიკატის მქონე, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კვალიფიციური კომპანიები მუშაობენ ამაზე და სერტიფიკატს ვერ მიიღებენ ისე, თუ არ იქნება გავლილი ტესტი, რაც ზოგადად პროფილებს სჭირდება. რაც შეეხება ჩვენი კომპანიის კვალიფიკაციას, როდესაც ჩვენთან მოდიან, ნახულობენ, რომ 2021-2022 წლის ახალ აღჭურვილი დანადგარებით ვმუშაობთ, რომლის პრეზენტაციაც გასულ წელს გვქონდა. წელს კიდევ შევიძინეთ ახალი ტიპის დანადგარები. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ტიპის პროდუქცია, რომელიც ჩვენთან მზადდება, ყველა არის უმაღლეს დონეზე დამზადებული, ყველა სტანდარტს ვიცავთ, რაც ISO სერტიფიკატით არის გათვალისწინებული და ასევე, იმ სტანდარტებს, რასაც დღეს მსოფლიო ბაზარი ითხოვს.

როგორ იქმნება პროდუქციის დიზაინი?
სამშენებლო მიმართულებაში ყოველთვის არის არსებული პროექტი, რომელიც არქიტექტურულად უკვე შეთანხმებულია და თუ რამე ცვლილება სჭირდებათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეხმარებით და ვაძლევთ რეკომენდაციებს, თუ რა იქნება მისთვის უკეთესი. არის შემთხვევები, როცა არ ხდება ცვლილება და არსებული პროექტი არის იმ ტიპის, რომელიც გაუძლებს მაგალითად, შუშის სიმძიმეს, გაღებას, დაკეტვას, ანუ არ ექნება კარ-ფანჯარას პრობლემა სიმაღლის კუთხით. დღეს მაქსიმალურად ცდილობენ დიდი ვიტრაჟები აკეთონ, შესაბამისად, ეს უნდა უძლებდეს ამ ყველაფერს, თუ უძლებს იმ კონსტრუქციულ ნაწილს, ვთავაზობთ ამ ტიპისას, თუ არ ადა ხდება ხოლმე ცვლილებები და ამაში ვეხმარებით, როცა მოდიან. ჩვენთვის არაა მხოლოდ ის მთავარი, რომ მივიღოთ შეკვეთა და გავაკეთოთ, მთავარია, ექსპლუატაციის ვადა რამდენად ხანგრძლივი იქნება, რადგან ყველაზე დიდი რეკლამა კომპანიისთვის არიან ის ადამიანები, ვისაც მოვემსახურეთ, რადგან ყველაზე დიდი რეკლამა მაინც ხალხის სიტყვაა.
ვინ არიან თქვენი მომხმარებლები საქართველოში, რა სეგმენტზე მუშაობთ?
“მეტი + ჯგუფი” არის კომპანია, რომელსაც აქვს ყველა ტიპის მიმართულება არჩეული. ეს არ არის მხოლოდ დაბალი ან საშუალო მიმართულება, ნებისმიერი ტიპის პროფილები გვაქვს შემოტანილი. როდესაც ჩვენს ბაზაზე მოვლენ, ნებისმიერი ადამიანს შეუძლია თამამად მოვიდეს ჩვენს კომპანიაში და თავისი განსაზღვრული ბიუჯეტიდან გამომდინარე, აარჩიოს საპროფილე მასალა. აუცილებლად ვეცდებით, რომ ჩაეტიოს.

რა ფერის კარ-ფანჯარას უფრო უკვეთავენ მომხმარებლები? რა არის დღეს მოდაში?
ჩვენი გაყიდვების სტატისტიკის მიხედვით, შავი ფერის არის ყველაზე აქტუალური. ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ხარისხის საპროფილე მასალები გვაქვს, 3მმ-იანი კედლის სისქის პროფილი გვაქვს მხოლოდ მეტალოპლასტმასის მიმართულებით.
რამდენად კონკურენტუნარიანია დღეს ქართული ბაზარი?
კონკურენცია საკმაოდ დიდია. კონკურენცია კარგია, ეს აჯანსაღებს ბაზარს და კარგია იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ ხარისხზე და შეცდომები დაგვყავს მინიმუმადე და ამაზე მთელი “სტაფი” მუშაობს. კონკურენცია დიდია და ჩვენც კონკურენტუნარიანები ვართ ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე და ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზეა.

სად იწარმოება კარ-ფანჯრები? სად გაქვთ ფილიალი?
ეს გახლავთ დიღომში, როსტევანის N11-ში. აქ არის როგორც წარმოება, ასევე საპროფილე მასალების ბაზა. ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ. ყოველდღე მუშაობს ჩვენი კომპანია, კვირა დღესაც, იმიტომ, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ ხოლმე კვირის დღეებში, შაბათი და კვირა მათთვის არის ყველაზე თავისუფალი. შეუძლიათ მოვიდნენ და კვირა დღეს გააკეთონ ნებისმიერი ტიპის შეკვეთა.
რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული და თუ გაქვთ თქვენც კადრების დეფიციტის პრობლემა სხვა კომპანიების მსგავსად?
ძალიან მაღალი ხარისხის ხელოსნები და ოსტატები გვყავს, 11, 15, 20 წელი აქვთ მათ გამოცდილება, კადრების დეფიციტი არის რეალურად, რადგან უფრო მეტი გვჭირდება. უფრო დიდ პროექტებში როცა ვერთვებით, მეტი ხელოსანი გვჭირდება, მეტად გამოცდილები. არის დეფიციტი, თუმცა გადამზადების ჯგუფები გვყავს და ვცდილობთ ავიყვანოთ სტაჟირებაზე ადამიანები, მოვამზადოთ, ვასწავლოთ. ეს კარგია, რადგან რაღაც პერიოდის მერე ახალი ადამიანების ძებნა აღარ გვიწევს, უკვე გამოცდილი ადამიანები არიან ჩვენს კომპანიაში.
რას გეგმავთ სამომავლოდ?
ჩვენ ახლა გადართული ვართ იმაზე, რომ ახალ ბაზას ვაშენებთ ნატახტარში, სადაც უფრო მასშტაბური პროდუქციის მიმართულება გვექნება წარმოდგენილი და უფრო მეტი მარაგი გვექნება იმისათვის, რომ მოვემსახუროთ დამკვეთებს. ასევე 2023 წლის ბოლომდე არის გეგმა, რომ ბათუმში გავხსნათ ფილიალი და ამაზე ვმუშაობთ აქტიურად.