LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნენსი პელოსი თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს „ტრამპის სამარცხვინო შოუს“ უწოდებს

212
ნენსი პელოსი

ამერიკელი კონგრესმენი, ნენსი პელოსი თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს „ტრამპის სამარცხვინო შოუს“ უწოდებს. ნენსი პელოსი (დემოკრატიული პარტია) პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

„შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ეს შესაძლოა, ძალის დემონსტრირება ყოფილიყო, რომ ოვალურ კაბინეტში უკრაინის არჩეული ლიდერი მიეყვანა და მასთან ღირსეულად ესაუბრა. მაგრამ ამას ვერასდროს ვერ გავიგებთ ტრამპის სამარცხვინო შოუს შემდეგ. პუტინი სიხარულისგან აღსავსე უნდა იყოს დღევანდელი სპექტაკლით. ამ კვირას გაერო-ში რუსეთთან თანხვედრაში შეერთებული შტატების ხმის შემდეგ შემაშფოთებელი მოდელი ჩამოყალიბდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიებისადმი ამერიკის დიდი ხნის მხარდაჭერის საწინააღმდეგოა“, – წერს პელოსი.

ცნობისთვის, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g