LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდების ბაღებში დაბადების დღეებს აღარ აღნიშნავენ, რათა ეკონომიკურ უთანასწორობას ხაზი არ გაუსვან

104
Depositphotos_73749221_L

ნიდერლანდების საბავშვო ბაღები ბავშვების დაბადების დღეების აღნიშვნაზე სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს. ამ გზით მათ სურთ თავი აარიდონ სიტუაციებს, რა დროსაც სხვადასხვა შემოსავლის მქონე ოჯახების წარმომადგენელ ბავშვებს უხერხულობა ექმნებათ. ამის შესახებ NL Times წერს.

ნიდერლანდებში პატარა იუბილარები ჯგუფელებს ტრადიციულად მანდარინით, ქიშმიშით ან ხილით უმასპინძლდებიან. თუმცა, ზოგიერთი მშობელი ცდილობს რომ სადღესასწაულო ნუგბარის მრავალფეროვნებით სხვებს აჯობოს. ზოგჯერ კონკურენცია ყველა ზღვარს სცდება: მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა როცა ერთმა მშობელმა ბაღში პიცით სავსე სატვირთო მიიყვანა.

გარდა ამისა, მცირე შემოსავლების მქონე ოჯახებს ძალიან უჭირთ სადღესასწაულო მაგიდის გაწყობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როცა მათი ბავშვები მრავალრიცხოვან ჯგუფში არიან, იქ სადაც დაბადების დღეებს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ამიერიდან დღესასწაული მშობლების ჩართულობის გარეშე ჩაივლის. ამის ნაცვლად ბავშვს შეეძლება შეუკვეთოს თამაში, რომელშიც ყველა მიიღებს მონაწილეობას, მას ბევრს უმღერებენ, მისალოც ბარათებს გაუკეთებენ და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები