მედიაში არ წყდება ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის დაშორების შესახებ საუბარი. უკვე ცნობილი გახდა, რომ კიტი მეუღლეს ახალგაზრდა მუსიკოსის გამო დაშორდა. საუბარია 25 წლის გიტარისტ, მეგი ბოსზე, რომელთანაც კიტი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება.
კიტ ურბანმა ნიკოლ კიდმანი 25 წლის გოგონას გამო მიატოვა – უახლესი დეტალები
ნიკოლ კიდმანმა რამდენიმე თვის წინ აღიარა, რომ ეროტიკული დრამის, Babygirl-ის გადაღებებისას იმდენი ინტიმური სცენის შესრულება მოუწია, რომ გადაიღალა და განაცხადა, რომ აღარ სურდა მას ვინმე შეხებოდა.
ფილმში, სადაც მისი პარტნიორი 29 წლის ჰარის დიკინსონია, კიდმანი დაქორწინებულ, წარმატებულ დირექტორ ქალს განასახიერებს, რომელიც ახალგაზრდა სტაჟიორთან რომანს აბამს.
წყაროების ცნობით, ნიკოლისა და კიტ ურბანის დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ინტიმური კავშირის ნაკლებობა და გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გახდა.
კიტ ურბანმა ნიკოლ კიდმანი 25 წლის გოგონას გამო მიატოვა – უახლესი დეტალები