მშობლებისა და და-ძმის დაბლოკვის შემდეგ, ბრუკლინ ბექჰემმა ბავშვობის მეგობრები, ჰოლი და ჯეკ რამზები დაბლოკა. ეს ნაბიჯი ბრუკლინმა მას შემდეგ გადადგა, რაც მათი მამა, ცნობილი შეფ-მზარეული, გორდონ რამზი საჯაროდ ურჩევდა ბრუკლინს, „არ დაევიწყებინა, საიდან მოდის“.
ბრუკლინმა მოგვიანებით ოჯახის დიდი ხნის მეგობარი და ჰარპერის ნათლია, თავად გორდონიც დაბლოკა.
ბექჰემებისა და რამზების ოჯახები 2000-იანი წლების დასაწყისიდან მეგობრობენ, როდესაც ორივე ოჯახი შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. იქ დევიდ ბექჰემი საფეხბურთო კარიერას აგრძელებდა, ხოლო გორდონი სატელევიზიო პროექტებსა და კულინარიულ ბიზნესს ავითარებდა.
„ნიკოლას მორიგი დაკვეთა“, – ასე აფასებენ ბექჰემების უფროსი ვაჟის მორიგ ქმედებას მედიაში.
„ნიკოლას მორიგი მსხვერპლი“ – ბრუკლინ ბექჰემმა სოციალურ ქსელებში ახლო მეგობარი დაბლოკა


