ბექჰემების ოჯახში მიმდინარე სკანდალმა, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ცნობილი სახე ჩაითრია. ეს გახლავთ ანაის გალაჰერი, მუსიკოსის, ნოელ გალაჰერის 26 წლის ქალიშვილი, რომელსაც წლების წინ ბრუკლინთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა და მედიის ცნობით, მათ რომანიც ჰქონდათ.
როგორც ირკვევა, სულ ცოტა ხნის წინ ანაისი ბრუკლინმა სოციალურ ქსელებში დაბლოკა.
ანაის გალაჰერსა და ბრუკლინ ბექჰემს წარსულში ახლო მეგობრობა აკავშირებდათ. ისინი დასავლეთ ლონდონში, ერთსა და იმავე წრეში იზრდებოდნენ და ერთსა და იმავე კოლეჯშიც სწავლობდნენ. ბრუკლინის აშშ-ში გადასვლის შემდეგ, მათი ურთიერთობა თანდათან გაცივდა.
საზოგადოება ნაწილი დარწმუნებულია, რომ ანაისის დაბლოკვა ბრუკლინის მეუღლის, ნიკოლა პელტცის კატეგორიული მოთხოვნით მოხდა.
„ნიკოლას მორიგი მსხვერპლი“, – ასე აფასებენ მედიაში ბრუკლინის ქმედებას.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ბრუკლინმა სოციალურ ქსელებში მშობლები და და-ძმა დაბლოკა.

