LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო!..“

285
ნიკოლოზ რაჭველი და ბუბა კიკაბიძე

ნიკოლოზ რაჭველი ბუბა კიკაბიძეს იხსენებს და ემშვიდობება:

„ვერის უბნის მელოდიების” რეპეტიციებზე ბუბას მოსვლას მისი ერთგული მენეჯერი და მეგობარი სოსო აბზიანიძე მატყობინებდა, სცენის კიდეში დგებოდა და საორკესტრო ორმოში დაბალი და მშვიდი ხმით მეუბნებოდა: „ბუბა მოვიდა”… ეს კი ყოველთვის ნიშნავდა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნამდვილ დღესასწაულად ქცევას… ახლა აკვიატებულად ისევ სოსოს ხმით ჩამესმის კვლავაც ორი, მაგრამ ამჯერად ძალიან სევდიანი სიტყვათა თანწყობა „ბუბა წავიდა”…

მოსვლიდან წასვლამდე კინოსა თუ მუსიკაში იმდენი მოასწრო და გააკეთა, იმდენი ადამიანის გული და გონება დაიპყრო, რომ ახლა უკვე სიმშვიდის და დასვენებისთვის მიიბარა თავისთან მაღალმა ღმერთმა.

მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო, მადლობა ნდობისთვის, სიყვარულისთვის, მშვიდობით და ოდეს კვლავ შეხვედრამდე…“

„დამირეკა ბუბას პროდიუსერმა.. ბუბა თურმე პარლამენტში ხელფასს არ იღებდა, ერთ დღეს აღმოაჩინა რომ 30 ათასი ლარია მის ბალანსზე და გადაწყვიტა ეს თანხა გადაანაწილოს ბავშვებზე, რომლებთანაც თოვლის ბაბუა არასოდეს მისულან“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„ბუბას შეუთვალა, ჩუმად გავუგზავნი თვითმფრინავს, მილიონს მივცემ, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო.. ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!“ – ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის აქამდე უცნობ ამბებს იხსენებს

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

„ერთი ინფორმაცია მინდა გავავრცელო, ეს უკვე გადაწყვეტილია” – რა ინფორმაციას ავრცელებს ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერი

ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში და დიდი სურვილი აქვს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში ჩაერთოს: გიული ალასანია

პრემიერი: „მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

„ნანუკა, შენზე საიმედო მეგობარი ცოტაა ამ ქვეყანაზე, მითხრა ბოლო ნახვის დროს…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ემოციურად ეხმაურება

გია როინიშვილი: „ბუბა- ეპოქა! ბუბა-დიდი ხელოვანი, ნამდვილი ვარსკვლავი, ბუბა-თავის სამშობლოს საუკეთესო ელჩი ყველგან და ყოველთვის! ნათელი მის სულს! ნათელი მის სახელს!“

დათო გორგილაძე: „მხოლოდ იმ ეპიზოდისთვის ვიქნები მადლიერი, დათოვლილ გზაზე აკვანშემოდგმულ ვირს რომ მიუყვება და წამოტირებისას ჯიბიდან გათოშილი ხელებით ამოაძვრენს სათამაშოს“

ყოველი შეხვედრისას, პირველი ამას მეტყოდა ხოლმე – გია ბაღაშვილი ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადახდენილ ამბავს იხსენებს

ბოლოს რომ ვნახე, ვკითხე, როგორ ქაჩავ კონცერტებს და ამ ტემპს? მითხრა, გივიჯან, ახლა რომ დავატორმუზო, ჩავჯდე სახლში, ეგრევე მოვკვდებიო – გივი თარგამაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g